|
2017-07-18 11:17:52, 2628 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება
„თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქართველო სტაბილურობისა და აღმავლობის გზაზეა, თუმცა მეორე მხრივ, მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესები ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნის ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულებისთვის და აღნიშნა, რომ საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ქვეყნის სტაბილურობით და წარმატებული რეფორმებით. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)