|
2017-07-18 11:04:39, 2647 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი დიმპლომატიური კორპუსი
„დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა დიპლომატიურ კორპუსს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის საერთაშორისო წარმატების გარანტი არიან. „მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. თქვენ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი როლი გაკისრიათ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან, მძიმე და მნიშვნელოვანი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით და თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატების. დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს შეუძლია იამაყოს რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი“,-განაცხადა პრემიერმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)