|
2017-07-13 10:41:19, 2590 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: მე გაცილებით მეტი გავაკეთე პრეზიდენტობისას, ვიდრე ამერიკის რომელიმე სხვა პრეზიდენტმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან გაცილებით მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ამერიკის ისტორიაში სხვა რომელიმე პრეზიდენტმა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა. "ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ გაცილებით მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერმა პრეზიდენტმა. თუ შეხედავთ ერაყს, შეხედავთ სირიას, დაინახავთ თუ რა პროგრესს მივაღწიეთ ამ ქვეყნებში "ისლამურ სახელმწიფოსთან" მიმართებაში. საფონდო ბირჟებზე მდგომაროება გაუმჯობესდა, ბოლო 16 წლის განმავლობაში დასაქმების საკითხი ყველაზე კარგ მდგომაროებაშია, პრობლემები არც უზენაეს სასამართლოში გვაქვს. ISIS-სგან არაფერს ვტოვებთ, ერთი სიტყვით არაფერია ისეთი რასაც ცუდად ვაკეთებთ. თეთრი სახლი მშვენივრად მუშაობს ", - აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, ტრამპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მათ შორის რუსეთთან სავარაუდო კავშირებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, კითხვაზე ენდობა თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არავის ენდობა. "ნუთუ ვგავარ პიროვნებას, რომელიც ვინმეს ენდობა? ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ. ყველას არ ვენდობი, მაგრამ ის რუსეთის ლიდერია. მას უყვარს თავის ქვეყანა, ისევე როგორც მე მიყვარს ჩემი. საბოლოო ჯამში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. შემიძლია ჩვენი შეხვედრა დადებითად შევაფასო, რადგან ბევრი საკითხი განვიხილეთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)