|
2017-07-12 12:39:34, 2858 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სპეცოპერაციის დროს ISIS-ის 5 მებრძოლი მოკლეს
თურქეთის ქალაქ კონიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 5 მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 4 სამართალდამცველი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მედია წერს, სპეცოპერაცია საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, რადგან სამართალდამცავი ორგანოები რადიკალი ისლამისტების მიერ ტერაქტის მოწყობას ვარაუდობდნენ. აღნიშნული სპეცოპერაციის დროს პოლიციასა და დაკავებულებს შორის შეტაკება მოხდა. ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამასთან, Anadolu-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს 8 ადამიანი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს პერიოდულად გეგმავს. ასე მაგალითად, 2015 წლის ოქტომბერში ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 1 თვის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით თითქმის 190 ადამიანი დააკავეს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)