|
2017-07-11 18:00:18, 2969 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას აპირებს
ოფიციალური მოსკოვი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაკისრებული სანქციების გამო, მზადაა ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატი გააძევოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან 30 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ და ამერიკელების კუთვნილებას ყადაღა დაედება. მსგავსი ზომები რუსეთმა ვაშინგტონის გადაწყვეტილების სამასუხოდ მიიღო, რომელსაც რუსული საელჩო გასული წლის დეკემბრიდან აქვს დაკავებული. მედიის ცნობით, აღნიშნული საკითხი, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დროსაც ვერ მოგვარდა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, 98-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას. პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიებსა და კერძო პირებს რუსულ ბანკებში ფულის დაკრეტიდების უფლება მხოლოდ 14 დღის განმავლობაში ექნებათ. ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეა. 30 დღემდე შეიზღუდება ასევე რუსული ენერგოკომპანიების დაფინანსების ვადები. ამ დოკუმენტში მთავარი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს სანქციების მოხსნის უფლება არ ექნება, რასაც თავის დროზე თეთრი სახლი აპროტესტებდა. აშშ-ის ხელისუფლებამ 20 ივნისს რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა და სიას 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შემატა, რომელიც "უკრაინაში რუსეთის ქმედებებთანაა" კავშირში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)