|
2017-07-08 17:34:10, 2774 ნახვა
მსოფლიო
„ექსტრემიზმს ისლამთან კავშირი არ აქვს“ - მუსლიმები ევროპაში ტერორიზმის საწინააღმდეგო მსვლელობებს მართავენ
ევროპაში მცხოვრები ათობით მუსლიმი ბოლო წლების განმავლობაში ისლამისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს აპროტესტებს, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ტერორიზმის დაგმოს პარალელურად, ტერაქტების დროს დაღუპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. აღლუმში 60-მდე იმამი მონაწილეობს. როგორც France24 წერს, საფრანგეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსლიმთა თემმა და იმამებმა აღლუმი პარიზიდან დაიწყეს. პირველი აქცია სიმბოლურად ელისეის მინდვრებზე სწორედ იმ ადგილას დაიწყო, სადაც ტერორისტებმა მიმდინარე წლის 22 აპრილის ღამეს ფრანგი პოლიციელი მოკლეს. საპროტესტო აქციის ძირითადი ლოზუნგია - „მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ“. მედიის ცნობით, ევროპაში მცხოვრებ იმამებს ტუნისელი სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. ისინი ევროპულ საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებენ. ტუნისელი იმამის ჰასენ ჩალგუჰუმის თქმით, ექსტრემიზმს ისლამთან კავშირი არ აქვს. "აქ იმისთის ვართ, რომ ჩვენი რელიგიას და ისლამურ ფასეულობების ექსტრემიზმთან კავშირი არ აქვს. სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპულ საზოგადოებას და ყველას ვისი ახლობელიც ტერორისტების გამო დაიღუპა", - აღნიშნა იმამმა. სამშვიდობო აქციები ევროპის იმ ქალაქებში გაიმართება, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ტერორისტული აქტები განხორციელდა, კერძოდ კი, პარიზში, ნიცაში, ბერლინში და ბრიუსელში. აქციები პარიზში ჩასვლით, 14 ივლისს დასრულდება, სადაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბასტილიის აღების დღეს, მასშტაბური ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე ადამიანი დაშავდა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)