|
2017-07-08 14:18:26, 3124 ნახვა
მსოფლიო
ერაყში სამხედროებმა ISIS-ის 35 ე.წ. ბოევიკის ლიკვიდირება მოახდინეს - „მოსული რამდენიმე საათში გათავისუფლდება“
ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 35 ე.წ. ბოევიკის ლიკვიდირება მოახდინეს, - ამის შესახებ სააგენტო xinhuanet იუწყება. "ჩვენი ძალები წინსვლას განაგრძობენ. ძველი ქალაქის მხოლოდ პატარა ნაწილია დარჩენილი, რომელიც ასევე გაიწმინდება ტერორისტებისგან", - განაცხადა სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა იაჰია რასულმა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოსულის სრული გათავისუფლების შესახებ ერაყის სამხედრო ძალები რამდენიმე საათში განაცხადებენ. შეგახსენებთ, რომ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა სახელისუფლებო ძალებმა 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყეს. ომის განმავლობაში დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა, 850 000 კი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)