|
2017-07-08 13:59:32, 2927 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესანიშნავი იყო
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, მისი შეხვედრა რუს გოლეგა ვლადიმერ პუტინთან "შესანიშნავი" იყო. ამასთან, შეხვედრის დაწყების დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ სხვა უცხოური სააგენტოები ტრამპის სიტყვების ინტერპრეტაციას აკეთებენ და პუტინთან შეხვედრას როგორც "გრანდიოზულს" ისე აფასებენ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრას პრეზიდენტების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თარჯიმნები ესწრებოდნენ. წინასწარ გაცხადებული 30 წუთიანი შეხვედრის ნაცვლას, ლიდერების დიალოგი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. როგორც დასავლური მედია წერს, "დიდი ოცეულის" ორგანიზატორები დამწუხრებულები არიან, რადგან მიუხედავად სერიოზული საკითხებისა, რომლებიც სამიტის ფარგლებში განიხილება, მსოფლიო მედია "მხოლოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრით იყო დაინტერესებული" - "ALL EYES ON TRUMP AND PUTIN" (ყველა თვალი ტრამპსა და პუტინზეა), სწორედ ეს ფრაზა ფიგურირებდა გუშინ მსოფლიო მედიაში, მთელი დღის განმავლობაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)