14:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 15:02:16, 2965 ნახვა

მსოფლიო
ლევან იზორია იტალიელ დიპლომატს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ გამოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო პოლიციასა და კარაბინერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. 

მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. 

 ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტთა მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო დაესწრნენ.

დღესვე, საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმას ხელი მოეწერა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics