13:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 00:28:21, 1168 ნახვა

საზოგადოება
თამარ ხულორდავა: ბიუჯეტს სერიოზული სოციალური ტვირთი აქვს, ეს არის საყოველთაო დაზღვევა

ბიუჯეტს სერიოზული სოციალური ტვირთი აქვს, ეს საყოველთაო დაზღვევაა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ხულორდავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდება, რომ ხელისუფლება რიგითი მოქალაქეების დასახმარებლად არაფერს აკეთებს არასწორია. მისივე განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოქალაქეებს მნიშვნელოვნდ შეუმცირა ხარჯები, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მნიშვნელოვანი.

​„ჩვენ ბიუჯეტს აქვს სერიოზული ტვირთი აღებული, რაც სავალდებულოა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და, რომელიც არის მძიმე სოციალური ტვირთი ჩვენი ბიუჯეტისთვის, მაგრამ ეს არის საციცოცხლოდ აუცილებელი პროგრამა. ამან განაპირობა ნელი ეკონომიკური ტემპიც, რომ არ გვქონოდა ასეთი მძიმე სოციალური ბიუჯეტი, ასე არ იქნებოდა,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics