12:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 16:47:02, 973 ნახვა

საზოგადოება
ლადო ბედუკაძის საინფორმაციო სააგენტომ მაუწყებლობის უფლება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, პარტია „ცენტრისტების“ დამფუძნებლის  ვლადიმერ ბედუკაძის საინფორმაციო სააგენტომ    შპს თბილისი 24“  კომისიის უწყვეტ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს.

 „თბილისი 24“ დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი გოჩა ნაჭყებიაა.

როგორც ცნობილია,  გოჩა ნაჭყებიასა და პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ვლადიმერ ბედუკაძეს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ორგანიზაცია "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრები არიან.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics