|
2016-11-19 15:34:16, 2034 ნახვა
სამართალი
მამაკაცმა, რომელმაც მშობლებს თავები მოკვეთა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. „მიყენებული დაზიანებების შედეგადაც, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ქ.-მ საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად იგი საავადმყოფოში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)