|
2016-11-17 14:28:18, 1756 ნახვა
სამართალი
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიას საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია
კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია. კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2006 ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, მოწმის სტატუსით Skype-ით დაიკითხა. ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეა. დავით კუხიანიძემ განაცხადა, რომ ის ავტომანქანით იყო ნავთლუღის ავტოსადგურის ადგილზე მისული და გაიგო გასროლების ხმა, ხოლო ამის შემდეგ მოწმის განცხადებით, ორ წუთში მიიღეს ბრძანება შესულიყვნენ ტერიტორიაზე და როგორც ამბობს, ჰაერში სროლებით შევიდნენ ტერიტორიაზე. კითხვაზე, თუ რატომ ისროდნენ ჰაერში მოწმემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ვიდეო გადაღების მიზნით. ის ყვება, რომ ეს სპეცოპერაცია შალვა თათუხაშვილს უნდა დაეგეგმა. ამასთან, მოწმის თქმით, ახალაიას საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია. მოწმემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გადასვლას და ადგილზე მისვლას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა. მოწმის განცხადებით, როდესაც ისინი შევიდნენ ტერიტორიაზე ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. თუმცა პროკურორის კითხვაზე აქვს თუ არა ინფორმაცია პირველი სროლების დროს სად იყვნენ ახალაია, დგებუაძე და მაზმიშვილი, მოწმემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს. მოწმე აცხადებს, რომ საქართველოში ყოფნის დროს პროკურატურა მასზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეთქვა, რომ ახალაიამ და მაზმიშვილმა საკონტროლო გასროლა განახორციელეს. თუმცა, საქმის პროკურორები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ , რომ მოწმემ დღევანდელ პროცესზეც დაადასტურა, რომ მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება სწორედ მას ეკუთვნის და ეს ჩვენება არის მართალი. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძეს ბრალი აქვთ წარდგენილი განზრახ მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)