13:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 04:42:43, 763 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ში თამარ ჟვანიასა და ენმ-ს ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თამარ ჟვანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრა უკვე ნახევარი საათია მიმდინარეობს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის თქმით, თამარ ჟვანიასთან შეხვედრაზე ნიკა მელია, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია იმყოფებიან.

"ნაციონალური მოძრაობა" თამარ ჟვანიას მოუწოდებს დროულად გამოაქვეყნოს ოქმები და ქართველი ხალხის ვერდიქტი დადოს.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" გამაფრტხილებელი აქცია მიმდინარეობს.

ამასთან, აქციის დროს პარტიის მხარდამჭერსა და გიორგი გაბედავას შორის შელაპარაკება მოხდა. გიორგი გაბედავას ფიზიკურადად გაუსწორდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics