|
2025-08-10 14:42:02, 1601 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ცვლილებების კოალიციამ“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ცვლილებების კოალიციამ“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 17 პარტიამ შეიტანა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5 საარჩევნო სუბიექტს მიენიჭა ის ნომრები, რომლებიც მათ საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ. დადგენილ ვადებში განაცხადების წარმდგენი 5 პოლიტიკური გაერთიანება პირდაპირ მიიღებს იმ ნომრებს, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში ჩატარდება წილისყრა, პირველი ნომრიდან დაწყებული, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს 12 თავისუფალი ნომერი. „ორი სუბიექტი, რომლებმაც ჩვენთან წარადგინეს განაცხადი რიგითი ნომრების გამოყენების შესახებ, მაგრამ არ წარადგინეს განაცხადები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებებისთვის“] და 5 [„ნაციონალური მოძრაობა „ერთობა“] წილისყრის დროს გათამაშდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. წილისყრის შედეგად, საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართული ერთობის“ წევრს ერგო, ხოლო ნომერი 5 პარტია „ჩვენი ერთიანი საქართველოს“.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)