|
2025-03-19 13:45:41, 588 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. ამასთან, პროკურატურამ დაახლოებით, 100 ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გამოსცა. ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა. ცნობისთვის, გუშინ, სტამბოლის უნივერსიტეტმა თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)