13:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-19 15:03:56, 1123 ნახვა

მსოფლიო
კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლს ეწვია

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ქალაქ მარიუპოლშიც ჩავიდა. 

მედიის ინფორმაციით, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენის საშუალებით ჩაფრინდა. მან ქალაქის რამდენიმე უბანი, მათ შორის სამეხდროების მიერ ახალგაშენებული საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა.

ოფიციალური ცნობით, პუტინმა დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და ნევსკის მიკრორაიონში ის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

ფოტოები ან ვიდეოები, რომელზეც ასახული იქნებოდა პუტინის გადაადგილება მარიუპოლის ქუჩებში და შეხვედრა ქალაქის მცხოვრებლებთან,- არ გამოქვეყნებულა.

წინა დღით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ანექსირებულ სევასტოპოლში ჩავიდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics