13:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 13:04:16, 946 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინაში მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას გმობს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი განცხადებას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას.

მისივე თქმით, ეს აღნიშნული მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ჯოზეფ ბორელი რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ზრდის მიუხედავად, უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მიესალმება.

„ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ინსცენირებული მოვლენები, როგორც ეს ახლახან აღინიშნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. ევროკავშირი, ასევე, მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურებისა, რათა გაამართლონ მიზნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics