საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთიან მიმართვას უგზავნიან.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს.
პრეზიდენტის ვეტო-სთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება.
დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 6 თვის ანგარიშით წარსდგა.
„მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ თანაპარტიელ ემზარ კვიციანს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლება არ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გააცილეს.
საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ბიზნესფორუმის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.
ბათუმს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისაკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More