16:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 12:51:25, 2765 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თავად ოპოზიცია რა ფორმატშიო გადაწყვეტს შეხვედრას.

„ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე იყო შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა. სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია იყოს განხილული მესამე მოსმენის ფარგლებში, ამიტომ ჩვენ არ და ვერც ვსაუბრობთ კონკრეტულად ჩვენი მხრიდან რაიმე შეთავაზებაზე. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება. ჩვენ ვერ შევცვლით ჩანაწერს, მაგალითად, რომელიც ეხება საკუთრების საკითხს, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ქორწინების დეფინიცია, რომელზეც უკვე ყველა შევთანხმდით და ესეც საერთო სახალხო განხილვის დროს იყო შეთანხმებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics