|
2020-03-12 16:14:53, 2073 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - კორონავირუსის გამო, ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო
კორონავირუსის გამო ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, სწრაფი ნაბიჯების გარეშე, დაგვიანებამ შესაძლოა უაზრობა გახადოს მომავალში ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა. „ჩვენ გვესმის ყოველთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდისგან ის, რომ გლობალური პროცესებია, რეგიონული პრობლემებია და ათასი ამბავი უშლით ხელს. კი, ასეა ზოგჯერ, ამჯერად, ნამდვილად ეპიდემია არის დიდი ფაქტორი ამ მყისიერი საფრთხისა, მაგრამ მთავრობები ჰყავს ქვეყნებს იმისთვის, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე. სწორედ ასეთ რეაგირებას, სწრაფს ვთავაზობთ ჩვენ. ამ დიდმა საფრთხემ მაინც გამოაფხიზლოს იქნებ ეს გუნდი, რომ გადადგან სწრაფად ის ნაბიჯები, რასაც ვთავაზობთ. იმიტომ რომ, უნდა გვესმოდეს, ამ შემთხვევაში დაგვიანებამ შეიძლება უაზრობა გახადოს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მყისიერად მომავალში’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ „ევროპულომა საქართველომ“ ერთი კვირის წინ მოამზადა პაკეტი, რომელშიც საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების ხედვაა ასახული. კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა მოიცავს საგადასახადო შემცირებებს. კერძოდ, ამავე წლის აპრილიდან: 1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან - 17%მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს. 2. ქონების გადასახადის განახევრება. რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებსრაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს. 3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას. ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით. შეგახსენებთ, რომ 2012 წელთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ 1 მილიარდი ლარით გაზარდა.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)