|
2026-08-06 15:03:11, 261 ნახვა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მითების დეტექტორის ცნობით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია მასზე თავდასხმამდე დაიწყო და თავდასხმის შემდეგ ძალადობის გამართლებისა და ბრალდებულის მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდა. მათი თქმით, კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედია, პოლიტიკური აქტორები, ექსპერტები, ანტიოპოზიციური გვერდები და ყალბი ანგარიშები, კამპანიის ნაწილი კი დაფინანსებული პოსტებით გავრცელდა. "მთავარი მიგნებები
კამპანიაში ჩართული აქტორები
ძალადობის გამართლების კამპანია22 ივლისს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პროსახელისუფლებო მედიის ნაწილში გავრცელდა გზავნილები, რომლებიც თავდასხმის მიზეზად მის მიერ ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებულ ხუმრობას ასახელებდა. აღნიშნული გზავნილი განსაკუთრებით გააქტიურდა 23 ივლისს, მას შემდეგ, რაც თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ ხურცილავა პოლიციაში გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 24 ივლისიდან გავრცელებულ პოსტებსა და საინფორმაციო ბარათებში იკვეთებოდა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მცდელობა. რამდენიმე გვერდმა და ანგარიშმა ნიკოლოზ ხურცილავა წარმოაჩინა როგორც პირი, რომელმაც "ეროვნული ღირსება დაიცვა", ხოლო თავდასხმა - როგორც ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის მიზნით გამოწვეული ემოციური რეაქცია და არა ძალადობრივი ქმედება. იდენტური საინფორმაციო ბარათები, ნოდარ დუმბაძისა და ონისე ოქრიაშვილის ფოტოებით და ტექსტით "ვინც დუმბაძეს იცავს, ციხეში არ უნდა იჯდეს! გააზიარე თუ ეთანხმები" გაავრცელეს:
ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდამ (ნიკოლოზ ხურცილავამ) "ქართველების ეროვნული ღირსება დაიცვა", სასჯელს არ იმსახურებდა და მისი დაკავება "პატრიოტული სულისკვეთების მქონე ადამიანის დასჯა" იყო. იდენტური შინაარსის, თუმცა სხვა ვიზუალლის მქონე საინფორმაციო ბარათი ამავე დღეს საინფორმაციო სააგენტომ რეპორტიორი და ფეისბუკ-გვერდმა განულებული ოპოზიცია გაავრცელეს. ძალადობის გამამართლებელი გზავნილები პოლიტიკური აქტორებისა და ექსპერტების მხრიდანთავდასხმაზე რეაგირებისას მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილმა ყურადღება არა ძალადობის ფაქტზე, არამედ ონისე ოქრიაშვილის ნათქვამი ხუმრობის მიზანშეწონილობაზე გაამახვილა. ამავე დღეს თავდასხმას გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. მათი განცხადებების ძირითადი გზავნილი ბრალდებულის მხარდაჭერა და მისი ქმედების მორალური გამართლება იყო:
23 ივლისს ონისე ოქრიაშვილის საქმეს გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო ექსპერტებიც, რომლებმაც თავდასხმა არა როგორც ძალადობის ფაქტი, არამედ "ეროვნული ღირებულებების დაცვის" საქმედ წარმოაჩინეს. დავით ქართველიშვილმა ონისე ოქრიაშვილის შემთხვევა ნოდარ დუმბაძის მიმართ საზოგადოების პროვოცირების მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი კამპანიები მიზნად ისახავს ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას. ედიშერ გვენეტაძემ კი განაცხადა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ბრალდებულების დაკავება "სამარცხვინო ფაქტი" იქნებოდა და თავდამსხმელები წარმოაჩინა როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვის გამო მოქმედი პირები. დავით ჩიხელიძემ თავდასხმა "ღირებულებებზე თავდასხმის" წინააღმდეგ მიმართულ პასუხად წარმოაჩინა.
დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება თავდასხმის შემდეგნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებული ეპიზოდის გარდა, კომიკოსის საჯარო გამოსვლებიდან სახელისუფლებო მედიამ და ფეისბუქ ანგარიშებმა კიდევ რამდენიმე ეპიზოდი გახადეს სადაოდ და მის წინააღმდეგ კამპანიურად გაავრცელეს: ერთი ეხებოდა წინასწარმეტყველ იონას, მეორე მზესუმზირის გამყიდველ ბებოებს. 24 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა (TV Imedi Rustavi2 POSTV- ანალიტიკა) ასევე ფეისბუკ-გვერდებმა Gogaggg და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილი გაავრცელეს ონისე ოქრიაშვილის კიდევ ერთი ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც, მათი მტკიცებით, კომიკოსი წმინდა წინასწარმეტყველ იონას შეურაცხყოფდა. ვიდეოებს თან ახლდა შემდეგი წარწერები: "ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ონისე ოქრიაშვილი წმინდა წინასწარმეტყველ იონას შეურაცხყოფს" და "იუმორისტ' ონისე ოქრიაშვილის კიდევ ერთი ‘ხუმრობა' ამჯერად წმინდა იონას შესახებ." მანამდე, 20 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმამდე ორი დღით ადრე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა გზავნილი, რომ კომიკოსი "მზესუმზირის გამყიდველ ბებოებს დასცინოდა." ვიდეო შემდეგმა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა და გვერდებმა გაავრცელეს: საინფორმაციო სააგენტო INFO9; Newshub.ge – ნიუსჰაბი, Gogaggg, Exclusive Media.
19 ივლისს კი პროსახელისუფლებო სარედაქციო მედიასაშუალებების ნაწილი (უსტარი; რეპორტიორი; რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce; მედიაჰოლდინგი “კვირა”; ongo ) აქტიურად ავრცელებდა ონისე ოქრიაშვილის კომენტარს ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით. პოსტების ნაწილი ფოკუსირებული იყო მხოლოდ მის სადავო ფრაზაზე და ქმნიდა კონტექსტს, სადაც ოქრიაშვილი წარმოდგენილი იყო როგორც ნოდარ დუმბაძის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მქონე პირი.
ყალბი ანგარიშები და კოორდინირებული გავრცელებაკვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ყალბი ანგარიშები ჩართული იყვნენ როგორც თავდასხმის შემდეგ ბრალდებულის, ასევე მოგვიანებით MMA-ს მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული მოძრაობის მხარდაჭერის კამპანიაში. კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში არაავთენტური ანგარიშების ქცევის რამდენიმე მახასიიათებელი გამოვლინდა:
1.1. ტროლი, რომელსაც სახელისუფლებო მედია წყაროდ აქცევს 23 ივლისს, მას შემდეგ, რაც ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი პოლიციაში გამოცხადდა, "მითების დეტექტორის" მიერ წარსულში გამოვლენილმა ყალბმა ანგარიშმა ქეთევან მიქიაშვილმა, რომელსაც სახელისუფლებო მედია ხშირად როგორც რეალურ ადამიანს ციტირებს, ძალადობაში ბრალდებული პირს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება გააფრთხილა, რომ არ გაებედათ იმ ადამიანის დაპატიმრება, ვინც "საქართველოსთვის უძვირფასესის შეურაცხყოფის გამო პასუხს ითხოვდა." აღსანიშნავია, რომ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ და მასზე მოძალადის გასამართლებლად სახელისუფლებო ტროლის ეს ფეისბუქ პოსტი კოორდინირებულად ვებგვერდებსა და ფეისბუქზე 13-მა სახელისფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ გამოცემამ გაავრცლა; მანამდე კი ორმა სახელისუფლებო არხმა (რუსთავი 2 და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოსტვ), ტროლის ფეისბუქ შეფასება კომიკოსის ხუმრობის შესახებ, ფეისბუქზე საინფორმაციო ბარათების სახით გამოაქვეყნა. მიქიაშვილის 23 ივლისის პოსტი კოორდინირებულად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის შემდეგმა მედიასაშუალებებმა და ფეისბუკ-გვერდებმა გაავრცელეს: ახლა • Akhla; Newshub.ge – ნიუსჰაბი; საინფორმაციო სააგენტო INFO9; საერთო გაზეთი; primetime; infopostalioni; მედიაჰოლდინგი კვირა; რეპორტიორი, მხარე, ლიდერი, xnews; nsp.ge; მსოფლიოს საინტერესო ამბები. 18 ივლისს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კი, იგივე ყალბი ანგარიშის, ქეთევან მიქიაშვილის პოსტი, რომელშიც იგი ონისე ოქრიაშვილს ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, პროსახელისუფლებო ტელევიზიების – პოსტვ ანალიტიკა, რუსთავი 2 – ფეისბუქ გვერდებზე საინფორმაციო ბარათის სახით გავრცელდა.
1.2. ტროლი, რომელიც სახელისუფლებო მედიის პოსტებზე იდენტური შინაარსის კომენტარებს ტოვებს გიორგი ქართველიშვილის მიერ "მყისიერი რეაგირების" მოძრაობის შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადეს ტროლ-ანგარიშებმა, რომლებიც აქტიურად აკომენტარებდნენ პროსახელისუფლებო მედიების "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და POSTV-ის იმ პოსტებზე (1,2,3), რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას ეხებოდა. მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ანონიმური ანგარიში – Mai Dire Mai – რომლის პროფილი 2025 წლის სექტემბერშია შექმნილი და რომელიც იდენტური შინაარსის კომენტარს, იდენტური გრამატიკული და სტილისტური შეცდომებით, 4 სახელისუფლებო მედიის, კერძოდ, რუსთავი 2-ის, იმედის, პოსტვის, "ახლას" ფეისბუქ პოსტებზე (1,2,3,4) ტოვებდა. ანგარიშის მიერ დატოვებულ კომენტარში ქართველიშვილის ინიციატივა წარმოდგენილია როგორც ქრისტიანობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის აუცილებელი საშუალება. ამავე კომენტარში ოპონენტებს ავტორი ახასიათებს როგორც "ნაც ფაშისტებს," "სექტას", "სატანური ევრო-ლიბერალების" გავლენის ქვეშ მყოფ ძალებს და ასევე მათი "ძირფესვიანად აღმოფხვრის" აუცილებლობას უსვამს ხაზს. ანონიმური ანგარიშის კომენტარები ანტიდასავლურია, ის ისრების გადატანას ევროკავშირისკენ ცდილობს და საქართველოს "სატანისგან" გათავისუფლების გადამწყვეტ მომენტზე საუბრობს.
ამავე ანგარიშმა კიდევ ერთი კომენტარი "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მხარდასაჭერად TV Imedi-ის სხვა პოსტზეც დაწერა.
3.1. ყალბი ანგარიშები, რომლებიც სახელისუფლებო მედიების პოსტებს იწონებენ და მათზე აკომენტარებენ. გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული "მყისიერი რეაგირების" მოძრაობის მხარდაჭერის კამპანიაში ჩართული იყო 15 ყალბი ანგარიში. მათი უმეტესობის ძირითადი აქტივობა პროსახელისუფლებო მედიის პოსტების მოწონება იყო, ხოლო ნაწილი მოძრაობის მხარდამჭერ ინდივიდუალურ კომენტარებს ტოვებდა. ყალბი ანგარიშების ნაწილი გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული მოძრაობის შექმნას "ეროვნული ფასეულობების დაცვის" აუცილებელ ნაბიჯად წარმოაჩენდა და მიიჩნევდა, რომ მსგავსი ორგანიზაციების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ყალბი ანგარიში გ. ფ., რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს, აღნიშნავდა, რომ საქართველოში "დასავლეთისა და უკრაინის წახალისებით" მიმდინარეობს პროვოკაციები, მათ შორის უცხოელ ტურისტებზე "მორალური და ფიზიკური ტერორის" კამპანია, რომლის მიზანიც, "ახალი ომის კერის გაჩენაა". მისივე აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ჯგუფებისთვის შეიქმნას ფინანსური მხარდაჭერის ფონდები და ანგარიშები, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ და გაფართოვდნენ. კომენტარების ნაწილში ნათქვამი იყო, რომ "ეროვნული ღირებულებების" და საზოგადოების მორალური პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს, დანარჩენები კი გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველიშვილის იდეის მიმართ.
ზოგიერთი ანონომური ანგარიში კი პოსტების მოწონების გარდა, მხარდაჭერას სხვადასხვა ემოჯების მეშვეობით გამოხატავდა, ან ინიციატორებთან დაკავშირების სურვილს გამოხატავდა.
მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინილი 14 ყალბი ანგარიშიდან 5-მა (Mai Dire Mai; გ. ფ; John Malkovich; ნიი ნებ; Planeta Vegga) კომენტარი TV Imedi-ის, Rustavi 2-ისა და POSTV-ის იმ პოსტებზე დატოვა, რომლებიც ქართველიშვილის ინიციატივას ეხებოდა. დანარჩენი 9 ანგარიში Turi Galiano, Ele Onora, Vito Jenoveze, Kato Kato; Т. К.; სანტა მარია; Gm Ti; Nujers Niorki გიო გიო ამავე მედიების პოსტებს იწონებდა. ყალბი ანგარიშების ნაწილი საკუთარ იდენტობას მალავდა, ნაწილი კი იყენებდა ცნობილი ისტორიული ფიგურების, მსახიობებისა და სხვა პირების ფოტოებსა და სახელებს, საცხოვრებელ ადგილებად კი ზოგს საქართველოს ქალაქები, ზოგს იტალიის და რუსეთის ჰქონდა მითითებული." მასალაში გამოყენებულია მითების დეტექტორის ფოტოები. კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|













ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)