|
2026-08-04 12:25:19, 308 ნახვა
სამართალი
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ივნისის ბოლოს საქართველოს ციხეებში სულ 12344 პატიმარი იყო - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ უფლებადამცველმა გიორგი ბურჯანაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი. "ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სულ 12 344 პატიმარი იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალია და პენიტენციური სისტემის არსებული ადგილების თითქმის 100%-იან გადატვირთვას (დარჩენილია მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილი) ნიშნავს. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა ქვეყანაში 43%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლებით საქართველო 100 000 მოსახლეზე პატიმართა სიმრავლით ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზეა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)