|
2020-03-09 23:42:01, 2585 ნახვა
პოლიტიკა
Edison Research - ოცნება - 29%, ენმ - 17% ევროპული საქართველო 6 %
„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა (89%) არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. - ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულანიუსი" ავრცელებს მათგან 29% თქმით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდნენ, 17% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „ევროპულ საქართველოს“, 4-4% კი, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „პატრიოტთა ალიანსს“. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: „ლელო“ – 3%; „სამოქალაქო მოძრაობა“, „ახალი საქართველოსთვის“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ – 2-2%; „გირჩი“, „თავისუფალი საქართველო“, პარტია „სამართლიანობისთვის“ და „გამარჯვებული საქართველო“ – 1-1%; „რესპუბლიკური პარტია“ – 0%. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)