|
2020-03-09 15:07:23, 2166 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე - საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე, რომლებმაც საპატიმრო უნდა დატოვონ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასტან გუსინდელ შეხვედრაზე იმ კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი, რომლებმაც საპატიმრო უნდა დატოვონ. მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს იმას, რაც უნდა ილაპარაკოს კონკრეტულ სიტუაციაში. „ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში, ოპოზიცია ამბობს, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში. საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო თანამეგობრობა კი აკვირდებიან იმას, თუ რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს. გუშინდელ შეხვედრაზე იყო კონკრეტულ გვარებზე საუბარი. საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და კონკრეტული საქმეები, რომელთა საქმეებიც უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ ისინი არიან პოლიტიკურად მოტივირებულები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)