|
2020-03-09 13:14:35, 1649 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - როდესაც ადამიანი მხილებულია თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, პოლიტიკიდან უნდა გავიდეს
„პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ ისეთ პირებს, რომლებსაც საჯარო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი აქვთ მოპარული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანი. რომელიც მხილებულია თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, პოლიტიკიდან უნდა გავიდეს. „ჩვენ გვაქვს ზოგადი შეთანხმება იმასთან დაკავცშირებით, რომ არც ერთი მხრიდან არ იქნება ეს საკითხი გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის. როგორც გრძელდებოდა პროცესები საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შექმნის შესაბამისად, ასევე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. საქართველოში არის დამოუკიდბელი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გამოძიებაზე და შემდეგ სასჯელის შეფარდებაზე. უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც მოპარული აქვს ათეულობით მილიონი ლარი საჯარო ბიუჯეტიდან და ვერ ვუწოდებ პოლიტპატიმრებს ისეთ პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში. როდესაც ადამიანი მხილებულია თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, ის უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. ეს არის უმარტივესი პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში. საქართველოში ეს პრინციპი სამწუხაროდ არ მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე პოლიტიკური კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)