|
2020-03-08 16:49:58, 1982 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ახლა მთავარია მიღწეული შეთანხმება შესრულდეს
"ახლა მთავარია მიღწეული შეთანხმება შესრულდეს", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ განაცხადა.. "ერთი საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი, ცალკე დოკუმენტად შედგა ამაზე შეთანხმება, ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე - პოლიტიკური პატიმრების საკითხი. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არცერთ მხარეს აღარ ქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ახლა მთავარია შეთანხმება შესრულდეს. ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს" - განაცხადა გიგა ბოკერიამ. საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)