|
2020-03-07 10:07:43, 2259 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი - იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ ეჭვი არ არსებობდეს
„იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობდეს“, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ესტონეთის პრეზიდენტი საუბრობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკოსთა დაკავებაზეც და ამბობს, რომ აწუხებთ ეს ფაქტი. „ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ“, - განაცხადა პრეზიედნტმა კალიულაიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კალიოლაიდი გამოეხმაურა ბორდერიზაციის პროცესს და აღნიშნა, რომ სამწუხაროა როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა, არ აქვთ წვდომა საავადმყოფოებსა და ექიმებზე. „ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციას და ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა, არ ქვთ წვდომა საავადმყოფოებზე, ექიმებზე. ეს ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ და ეს საკითები წამოვჭრათ იმ ხუთი პრინციპის დაცვით, რომელზეც ევროპა შეთანხმდა რუსეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა ხდება და არ უნდა გავუშვათ ხელიდან შანსი, რომ რუსეთს შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს,“ - გამუცხადა „ამერიკის ხმას“ პრეზიდეტნმა კალიულაიდმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)