|
2020-03-05 11:52:48, 2574 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი - იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხი განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ თითქმის ყოველდღიურად, თათბირებზე განიხილება იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვით რისკები მაინც დარჩება, რადგან შესაძლოა აბსოლუტურად სხვა მიმართულებიდან შემოვინენ ადამიანები. მანვე დასძინა, რომ მაქსიმალურად თავის დასაცავად საერთოდ უნდა აიკრძალოს ფრენები, ეს კი საკმაოდ ძვირად დაუჯდება ქვეყანას. „არ დაგიმალავთ, რომ იტალიასთან ფრენების გაუქმება არის განხილვის საგანი. პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, ფრენების შეწყვეტის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, ეს არის კი, რისკის შემცირემისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა რისკები მაინც დარჩება, რადგან შესაძლოა აბსოლუტურად სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თქვენ თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დაცივცათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, ამაში კი, საკმაოდ ძვირი ფასი იქნება გადახდილი. ჩვენ უყურებთ რა პრაქტიკაა საერთაშორისო მეგობრებთან და გვირჩევნია, ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, დავთვალოთ რისკები, შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების მონიტორიგნი, ვიდრე მოვჭრათ და პრაქტიკულად ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)