|
2020-03-04 15:46:43, 2564 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხი კი არა, მეც თუ მომიწია ზოგიერთი არხის 15 წუთზე მეტი ყურება, დეპრესიაში ვვარდები
„ხანდახან ხალხი კი არა, მეც რომ გადმოვრთავ ზოგიერთ არხზე, 15 წუთზე მეტი თუ მომიწია ყურება, დეპრესიაში ვვარდები“,, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა „საზოგადოება დეპრესიაში“, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან სწორი მესიჯები, რაც კი შეიძლება მთავარსარდალმა გაახმოვანოს. „მთელი ამ სიტყვიდან ერთი სიტყვა თუ ამოარჩიეთ - დეპრესია, ეს დიახ ასეა, ხანდახან ხალხი კი არა, მეც რომ გადმოვართავ ზოგიერთ არხზე, 15 წუთზე მეტი თუ მომიწია ყურება, მეც ვვარდები დეპრესიაში, ეს სამწუხაროა. თუ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, ხელმძღვანელი და ადამიანი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩვენს ქვეყანას და საუბრობს, რომ სიძულვილის ნაცვლად ჯობს საქმეს სიყვრულით მივუდგეთ და ქვეყანა განვავითაროდ, ეს არის სწორი მესიჯი, რაც კი შეიძლება პრეზიდენტმა გაახმოვანოს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ერთი მხრივ სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია, ტყუილი დამაზიანებელია მხოლოდ ქვეყნისათვის და მეორე მხრივ, რომ ეს ქვეყანა ვითარდება და ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ სფეროს, სადაც არ არის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ფაქტივში აისახება და არა მხოლოდ შეფასებებში, სადაც ხანხადან მარტოც კი ვრჩებით და შემდეგ ობიექტური ადამიანებიც გამოჩნდებიან და ადეკვატურ შეფასებებს ვიღებთ, ერთი მხრივ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცრუესთან ბრძოლა“, - განაცხადა მდინარაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)