|
2020-03-01 19:04:44, 1752 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართულია პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით, გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. „გუშინდელი დღის შემდეგ, ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე რჩება ინფიცირებული 3 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვითარება კონტროლირებადია. ყველა პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პრემიერის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად იკრიბება და ხდება ყველა სავარაუდო სცენარის განხილვა. პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით ჩართულია საბჭოს მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, საპანიკო არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, სიფრთხილე და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)