|
2020-02-29 12:08:56, 2153 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე - ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის
„არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნას მიღწეული“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბოლო დღეებამდე ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება არ იყო, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობაც გაჩნდა. „ახლა არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნას მიღწეული. ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ შეკრებილები ვართ ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა, არის ობიექტური წინააღმდეგობები იმიტომ, რომ ბოლო ათ დღემდე ხელისუფლების დღიდან მაინცდამაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდი. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა. ამიტომ, ვაგრძელებთ თავდაუზოგავად შრომას იმისთვის, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები კიდევ უფრო არ დავშორდეთ ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს ბრძოლის ველად არ ვუყურებდეთ. ამის შანსი არსებობს. რთული იქნება, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგების, ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლების და ხელისუფლების მხრიდანაც. განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო წარმომადგენლობის ელჩებს, რომლებიც აქამდე სერიოზულად გვეხმარებიან ამ საქმეში. რაც შეეხება ვადებს, რაც მალე უკეთესი, რადგან თუ მომავალ ორშაბათს და სამშაბათს ტექსტი არ შევიდა პარლამენტში, მაშინ მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ივნის-ივლისში კოდექსში უნდა ვწეროთ რაღაცეები, რადგან ოქტომბერში უკვე არჩევნებია. მე იმედიანად ვარ განწყობილი. კონკრეტულად რიცხვებზე და თანაფარდობებზე ახლა საუბარს აზრი არ აქვს. ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის ელჩთან ვიზიტის შემდეგ, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსთან ერთად გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკება იყო.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)