|
2020-02-27 12:43:50, 1558 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო თბილისში - ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე, რუსეთი უკანონობის ლეგიტიმაციას აგრძელებს
,,ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია", - ამის შესახებ აშშ-ს საელჩო თბილისში სოციალურ ქსელში წერს. საელჩო აღნიშნავს, რომ მსოფლიო რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროპორციულ შეჭრას, არასდროს დაივიწყებს. ,,ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია. მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დონბასში მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს", - წერს საელჩო. საელჩოში აღნიშნავენ, რომ აშშ მანამ გააგრძელებს რუსეთის მიმართ სანქციებს, სანამ ყირიმზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს. ,,შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს სანამ უკრაინას ყირიმზე კონტროლს არ დაუბრუნებს და სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს", - წერს აშშ-ს საელჩო თბილისში. ცნობისთვის, დღეს 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)