19:31 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 11:51:11, 2035 ნახვა

პოლიტიკა
ჯონათან კაცი - საქართველოს მთავრობისგან აშშ-ს სურს საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება იხილოს

„საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ჯონათან კაცმა განაცხადა.

მან ყურადრება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რაც საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიტიკული მომენტია და თუ პრობლემა არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგი მოჰყვება.

 „ვფიქრობ, ამერიკის მთავრობის და კონგრესის წევრების მხრიდან ნათელი განცხადებები გაკეთდა, სადაც საუბარი იყო შეშფოთების მიზეზებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმაზე წინსვლის ნაკლებობა, დაკავებებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თაობაზე. ეს საკითხები რამდენიმე წერილში იყო ხაზგასმული. საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. დღეს ამას არანაირი საზომით არ უჩანს. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და მათი სურვილის, რომ დემოკრატიაში იცხოვრონ და მათი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის. ახლა მთავრობაში მყოფი ხალხის და ოპოზიციის ჯერია, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. საქართველოსთვის ეს კრიტიკული მომენტია და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება“, - განაცხადა ჯონათან კაცმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics