|
2020-02-25 13:37:55, 1662 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 100 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ განაპირობა რუსეთის ოკუპაცია
„„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, 100 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ განაპირობა რუსეთის ოკუპაცია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, ისინი დღეს სახელმწიფო საკითხებზე საუბრის ნაცვლად, გამოგონილ თემებზე საუბრობენ. „თქვენ, მედია ოკუპაციას მიკეთებთ, ესეთი სტილი რა უბედურებაა. დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე, თქვენმა ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილმა, თქვენმა ხელმძღვანელმა 100 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ განაპირობა რუსეთის ოკუპაცია. თქვენ დღეს ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროთ საერთო სახალხო საერთო სახელმწიფო საკითხებზე, საუბრობთ რაღაც გაუგებარ გამოგონილ თემებზე", - განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)