|
2020-02-20 12:14:29, 1206 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ ოპოზიციის ერთობა არ დაირღვეს
„მე მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ის უკანონო პატიმარია“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მან არ იცის მერაბიშვილის პოლიტიკური არჩევანი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მას. „სტრასბურგის გადაწყვეტილებით ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანს, ვისაც ამ ეროვნულ თანხმობაში და ქვეყნის განვითარებაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვს. დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ, ყველას ვხვდები. საერთოდ, ვფიქრობ, ძალა ერთობაშია და უნდა გადავდოთ პირადი პრობლემები, პირადი საკითხები და ყველა ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მანვე დასძინა, რომ მერაბიშვილის ჰქონდა კარგი გზავნილი ოპოზიციის ერთობასთან და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით. „ძალიან კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით. ეს არ იყო რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ეს ერთობა არ დაირღვეს და პირიქით, ერთიანი ძალებით დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. მერაბიშვილმა რომც არ მითხრას, მე გარანტიას გაძლევთ, ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)