|
2020-02-20 11:19:36, 1150 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ნაფოტად ქცეულმა პარტიებმა, ტყუილში აცხოვრეს
„ვანო მერაბიშვილი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მერაბიშვილს საპატიმროში ყოფნისას, მისი ადვოკატები, პარტიის წევრები მას მედიის საშუალებით ატყუებდნენ. ამასთან, მინისტრის თქმით, სიცრუე იყო იმაზე საუბარი, რომ მერაბიშვილი პოლიტმატიმარია. „მას აუტყუებდნენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი. საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს, წლების განმავლობაში იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ უკვე დღეს, რომ ეს იყო სიცრუე, ამიტომ ეს სიცრუის მანქანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი და ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს. ეს არის ძალიან სამარცხვინო და იმედი მაქვს, რომ ამაზე ვინმე მაინც აგებს პასუხს. სიცრუე იყო ის, რომ ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)