|
2020-02-19 13:55:19, 1632 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ დენის ჰუბერს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი და რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანოებსა და საერთაშორისო მისიებს, დარგის ექსპერტებს. საბჭო შეიმუშავებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას, სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და ახორციელების მათი შესრულების მონიტორინგს. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ, 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ. მათ შორის მიმდინარე წლის იანვარში დაარსდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან (მათ შორის EMCDDA-თან) ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოებაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის გატარებას. მიხეილ სარჯველაძემ დენის ჰუბერს მადლობა გადაუხადა პოზიტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული მოდელი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზეა დაფუძნებული, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მაგალითია. ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის წევრები საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. ღონისძიების მიზანი ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში პარტნიორ და ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაა. კონფერენციის მუშაობაში საქართველოსთან ერთად გერმანიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, პოლონეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)