01:32 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 23:08:45, 2050 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ბილ კიტინგი: მრავალი თვალსაზრისით საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება, კონგრესმენ  ბილ კიტინგს შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები  მიმოიხილეს, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.

 ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

„ნამდვილად დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე სტუმრებისა და ზოგადად, შეხვედრის მიმართ. ჩვენს შორის შედგა საინტერესო საუბარი. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, რომლის წევრი უამრავი ჩვენგანი და მათ შორის მეც გახლავართ, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა. ამაზე მეტყველებს ის რეფორმები, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა",- განაცხადა ბილ კიტინგმა შეხვედრის შემდეგ.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics