|
2020-02-05 10:23:33, 1264 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი აშშ-ში ვიზიტზე: სენატორებს და კონგრესმენებს მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ში მისი ვიზიტი და ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრები შეაფასა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკის სახელმსიფო მდივნის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსავმს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ პარტნიორობას. „აქ ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის მოწვევით, ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრტების შეხვედრა. მიშვნელოვანია რომ მინისტრების იმ შეზღუდულ რაოდენობაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოიწვია, საქართველოც მონაწილეობს. ბუნებრივია ეს არის აღიარება იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველში ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იმ პრინციპებს რომელიც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ვაშინგტონში ვიზიტი გამოყენებული იქნა პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის კონგრესში. „ეს ორდღიანი ვიზიტი ვფიქრობ იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მივაწოდო ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინრე პროცესებზე. ჩვენი სტრატეგიული პატნიორები, სენატორები და კონგრესმენები საქართველოს განიხილავენ როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში დაწესებული აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის, სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე არის მათი მომართვა ჩვენთან დაკავშირებით დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენ ამას განვიხლავთ როგორც მეგობრის, სტრატეგული პარტნიორის რჩევას და ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა ინფორმაციების ობიექტურობასა თუ სუბიექტურობაზეც ვიმსჯელებთ, მე მათთან მექნება ძალიან გულწფრელი საუბარი და მაქისმალურად მივაწვდი ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და იმ ქმედებებით რასაც ხელისუფლება აქამდე ახორციელებდა, ახლაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს, ჩვენი სტრატგეიული პარტნიორობა აშშ-სთან თვისობრივად ახალ დონეზე გადავა და გაძლიერდება, არათუ რაიმე ჩრდილი მიადგება მას“, - განაცახდა ზალკალიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)