|
2020-01-29 17:14:22, 2214 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: გვქონდა მოლოდინი, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა, თუმცა ოპოზიციამ დესტრუქცია გააგრძელა
„იმედი მაქვს, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საქართველოს პოლიტიკურ მომავალს, დესტრუქციულ პროცესებს გაემიჯნებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ეცდება, რომ კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების ასახვის მიზნით შესაბამისი მობილიზება მოახდინოს. „ივნისში ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ ინიციატივა პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ეს იყო თარიღის ცვლილება. სისტემის ცვლილების გადაწყვეტილება კი, უკვე ასახული იყო კონსტიტუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან კონსტრუქციული, პოზიტიური ნაბიჯი და ჩვენ გვქონდა მოლოდინი, ეს იქნებოდა გაერთიანების, თანამშრომლობის წერტილი, მეორე დღიდანვე ოპოზიციის ამ დესტრუქციულმა ნაწილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა გააგრძელეს ბოიკოტირების რეჟიმი, გააგრძელეს დესტრუქცია, ქუჩის პროტესტები და განხილვებსაც კი არ ესწრებოდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის წევრების მიმართ იყო უმძიმესი შეურაცხყოფის ფაქტები, რის გამოც საკმარისი მხარდაჭერის მობილიზება ვერ მოხერხდა. „საზოგადოებას რაც შეეხება, ჩვენ საზოგადოებასთან გვაქვს ნორმალური კომუნიკაცია. საზოგადოებრივი განხილვების დროს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სვამდა კრიტიკულ შეკითხვებს, იქნება თუ არა საზოგადოებისთვის სტაბილურობის გარანტორი პროპორციული საარჩევნო სისტემა. ზუსტად ამაზე მიგვითითებდნენ ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს ოპოზიცია არ არის თანამშრომლობისკენ მოწოდებული, არ არის მზად ისეთი პოლიტიკის გასატარებლად, რომელსაც სჭირდება პარტიებს შორის თანამშრომლობა. ამიტომ ნურავინ ილაპარაკებს სრული საზოგადოების სახელით. საზოგადოების ნაწილს ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება. 20 ივნისს იდგნენ ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირ პროტესტს ვითვალისწინებთ, ეს არის გარანტირებული უფლება, თუმცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც რომელიმე ჯგუფს, რომელიც პროტესტს ატარებდა, არ აქვს მონოპოლია საზოგადოების მთელ აზრზე. ჩვენი შეთავაზება ოპოზიციისადმი გაკეთებულია 100/50-თან დაკავშირებით. ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. ველოდებით რა იქნება მათი პასუხი. იმედი მაქვს, ის პოლიტიური პარტიები, რომლებიც ხედავენ საქართველოს პოლიტიკურ მომავალს, მშვიდ, შედეგზე ორიენტირებულ, საქმიან პოლიტიკას და თავის თავს ასეთ პოლიტიკაში, გაემიჯნებიან ამ დესტრუქციულ პროცესებს და შევძლებთ შეთანხმებას საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)