03:23 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 13:06:08, 2367 ნახვა

პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა, მან უნდა დათმოს ხელისუფლება

„„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა, მან უნდა დათმოს ხელისუფლება“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, ქვეყანა განვითარების გზით წაეყვანა, ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა.

„„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა, მან უნდა დათმოს ხელისუფლება. ბოლო ხანს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკა და მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესოს ვითარება, ფუჭია. რატომ? ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა - დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ამ მოვლენაში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა. „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, წაეყვანა ქვეყანა განვითარების გზით, ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის რვა წლის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას. 

"დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის რვა წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს. პარტია „ქართული ოცნება“ თავის თავს ვეღარ შეცვლის, ამის რესურსი მას არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნების“ მისიაა, დღეს არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ შეუშალოს ხელი ახალ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ საზოგადოებრივ ინიციატივებს ძალებს და ჯგუფებს, რომელთაც ძალუძთ, შეცვალონ 30-წლიანი მანკიერი წესრიგი, რომელიც აზარალებს ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics