04:15 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 16:37:40, 1303 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი - ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში

ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში და განაგრძობს გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურ თანამშრომლობაზე.

პრემიერ-მინისტრმა ლატვიის პრეზიდენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა ახალი, ნათელი ხედვის ჩამოყალიბება, როგორ განვითარდეს მომავალში თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრეზიდენტმა ლევიტსმა აღნიშნა, რომ ლატვია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics