|
2020-01-21 12:05:54, 1637 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - სახალხო დამცველისგან დღეს მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც და არაპროფესიონალიზმიც
„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლე, მოვისმინეთ ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობთ დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასაწყისში განაცხადა. კომიტეტის სხომაზე დღეს თეა წულუკიანსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ. თეა წულუკიანმა, 2019 წელს საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე და პატიმართა რაოდენობაზე ისაუბრა. „2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა იყო 9 762 პირი, აქედან მსჯავრდებული იყო 7968, ანუ 8 ათასამდე პირი იხდიდა სასჯელს, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს ან გამამართლებელს, ან გამამტყუნებელს. ამ მსჯავრდებულთაგან 308 არის ქალი, 33 კი არასრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს 140, ხოლო 2013-2018 წლებში გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი საშუალოდ არ აღემატებოდა, 20. შარშან ეს რიცხვი იყო 16. 16 ტრაგედია, რომელიც თვიდან ვერ ავიცილეთ, თუმცა ეს რიცხვი ბოლო ათწლეულების მანძილზე არის მინიმალურ ზღვარზე. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ, ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომ არის ეს რიცხვი ასეთი დაბალი. ალბათ იმიტომ, რომ ის თანამშრომლები, რომელთაგან რამდენიმე აქ იმყოფება 24-საათიან რეჟიმში მუხლშაუხრელად შრომობს და მე თითოეულ მათგანს 15 პენიტენციურ დაწესებულებაში მივესალმები. ქალბატონო ნინო, ამას არ ჰქვია პენიტენციალური სამსახური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთ მაღალი ოფიციალური ტირბუნიდან ვსაუბრობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)