|
2020-01-20 14:47:36, 1449 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ივანიშვილი და მისი „კლოუნები“
"ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი „კლოუნები“ ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, 100/50-ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. "100/50-ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, დღევანდელი ხელისუფლების გამოცდილებით, წარსული გამოცდილებით, მომავალი საფრთხის განცდით, უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც შეამცირებს შანსს, რომ მეოთხედი მხარდაჭერით, ან მესმედზე ნაკლებით, ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა, ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს 4-ში 2 კაცის მხარდაჭერით. უარი უკვე ითქვა ამ შემოთავაზებაზე. ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, იმიტომ, რომ უკვე მორყეულია ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი „კლოუნები“ მორყეულები არიან, მაგრამ თუ ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)