07:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 15:59:12, 4260 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: 2019 წელი პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული, დისკუსიებითა და დებატებით დაძაბული იყო

„პარლამენტისთვის იყო ძალიან დატვირთული სამუშაო წელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თალაკვაძემ 2019 წელი პოლიტიკურად შეაფასა.

მისი თქმით, 2019 წლის განმავლობაში პარლამენტმა 400-ზე მეტი კანონი მიიღო.

„პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული სამუშაო წელი იყო. ჩვენ მივიღეთ 400-ზე მეტი კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებები, დადგენილებები, გავმართეთ პლენალური სხდომები, 13-ჯერ მოვუსმინეთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 2019 წელი პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით საკმაოდ დაძაბული იყო.

„ეს წელი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით იყო საკმაოდ დაძაბული, ჩვენ წარვადგინეთ ის მთავარი გამოწვევები და მთავარი სამუშაო საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც პარლამენტმა ბევრი გააკეთა, მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, ენერგო ეფექტურობის და ენერგო სექტორში ალტერნატიული წყაროების სტიმულირებისათვის მნიშვნელოვანი პაკეტი, ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივები“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics