|
2019-12-26 15:04:39, 1846 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია, „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება, - ამის შესახებ ექიმის ოჯახმა განცხადება გაავრცელა. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, 29 დეკემბერს საქართველოს ყველა ქალაქში, სოფელსა და ასევე მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, 19:00 საათზე „თავისუფლების სიგნალი“ უნდა გაისმას. ამავე განცხადებაში გაფრინდაშვილი ოჯახი ყველას მოუწოდებს, შეუერთდნენ „თავისუფლების სიგნალს“. „და კვლავაც, მეგობრებო, შობისა და ახალი წლის დღეებს სხვანაირი მაგია აქვთ, მოდუნებისა და ძველი ტკივილების წაყრუებისმაგვარი მაგია. ამიტომაც, ეს საქმე მომავლისკენ მიბრუნებულ მზერასაც გულისხმობს. თუმცა ზოგჯერ არის ძველი წლის მწარე წილი, რომლის გახსენების გარეშე მომავალი ვერ იარსებებს – უბრალოდ მომავალი, თორემ ბედნიერი და თავისუფალი – მით უფრო. ახლა ეს წილი ვაჟა გაფრინდაშვილია. ჩვენ გადავწყვიტეთ, სიფხიზლისთვის, 29 დეკემბერს საქართველოში და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმას! ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი – თავისუფლების სიგნალი, რომელსაც უპირველესად გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო! გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, ექიმები და პაციენტები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის, ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. გავიგონებთ და გავიხსენებთ, რომ არ არსებობს იმაზე დიდი მნიშვნელოვანი რამ, იმაზე ზუსტი ნიშანი ადამიანად ყოფნის, ვიდრე თავისუფლებაა! და რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება არის ჩვენი, მილიონობით ადამიანის თავისუფლების საყრდენი და ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა! და ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება, და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება. ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!“ – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედაებიან, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)