08:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 10:59:08, 2582 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„9 ნოემბერს დაკავებული ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა. დღევანდელი მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც აკონტროლებს ცხინვალის ტერიტორიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას. ჩვენ ასევე ვუსვამთ ხაზს, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების შეუღუდავი თავისუფლების აღდგენისთვის, დაუყოვნებლივ და გადაუდებლად გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ უკანონო საზღვრის კვეთისთვის ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics