|
2019-12-19 13:42:38, 1657 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების გამო, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ
„სამწუხაროდ, გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების, პროცესების აჩქარების გამო, რომელსაც დღეს აქვს ადგილი თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. „მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა პარლამენტის სახელით, თითოეული თქვენგანის სახელით მომხდარის გამო. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია. სამწუხაროდ, გაუცხოების, სოლიდარული კულტურის შესუსტების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების, პროცესების აჩქარების გამო, რომელსაც დღეს აქვს ადგილი თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან ადამიანები, მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა მთავრობისა და პარლამენტის რეაგირებას არასრულწლოვანთა საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება ხელისუფლებას მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდებაში. „მინდა, პირველ რიგში მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და პარლამენტის კომიტეტების რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვინმეზე შური იძიოს ამ შემთხვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გვჭირდება სკოლაში, რა გვჭირდება პოლიციაში და რა უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი შვილები დღეს, შეიძლება, იყვნენ ჩვენი შვილები ხვალ. სწორედ ამ სულისკვეთებით და ამ გადმოსახედიდან გადავდგათ ნაბიჯები და უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არის აუცილებელი. ეს არის ჩვენი შვილების ქვეყანა. ეს არის ჩვენი შვილების საზოგადოება, სადაც ახალმა თაობამ, ბავშვებმა, რომლებიც დღეს დადიან სკოლაში, ხვალ უნდა იარონ იმ სამსახურებში, იმ ქუჩებში და იმ სივრცეში, სადაც დღეს ჩვენ დავდივართ. უნდა იარონ პარლამენტში და თვითონ უნდა მიიღონ მომავალში გადაწყვეტილებები. ეს რომ გააკეთონ, დღეს ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი და დღეს ჩვენ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)