|
2019-12-16 18:28:19, 1624 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ხელისუფლებასთან დიალოგზე იმიტომ მივდივართ, იქნებ რაღაც გამოვიდეს, ფეხბურთის მატჩივითაა, მოგების გარანტია არ გაქვს
„მოლაპარაკებაზე მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რამე გამოვიდეს. ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ესაა, ფეხბურთის მატჩივითაა, გარანტია არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განახცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტს. „კარგია, რომ ერთმანეთს არავინ ჭიქებს არ ესვრის და თავში აგურს არ ურტყამს, შესანიშნავია. ჩვენ თუ გვექნება ერში განხეთქილება, ეს აძლევს ხელს მხოლოდ ერთადერთ ძალას დედამიწის ზურგზე და ეს არის რუსეთის ფედერაცია. მაგრამ შედეგის იმედი მაქვს? არ მაქვს. მოლაპარაკებაზე მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რამე გამოვიდეს. ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ესაა, ფეხბურთის მატჩივითაა, გარანტია არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო. შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ მიდიხარ იქ, რომ შენს თავსაც და მოწინააღმდეგესაც შეხედო. ხელისუფლებამ იცის პირველი, რომ ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ კვირის ბოლოს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების კიდევ ერთი სერია გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)